15:22 - 26 May, 2019
2018-08-16 15:38:08, 5392 ნახვა
LADY KOBULETI-სომეხმა მუსიკოსებმა ქართულ კურორტს კლიპი მიუძღვნეს

Ando, Rafo and Spitakci Hayko - სამმა სომეხმა მუსიკოსმა სიმღერა "ლედი ქობულეთი" იმღერეს, რითაც "იუთუბზე" დიდი მოწონება და მილიონობით ნახვა დაიმსახურეს. კლიპი მოგვითხრობს ქალთევზაზე, რომელსაც ჯერ ხორცეულის რეალიზაციის მანქანით წვეულებაზე მიიყვანენ, გაართობენ, უამრავ ენაზე სიყვარულს აუხსნიან და შემდეგ ზღვაში დააბრუნებენ, სადაც ზღვის ზღაპრულ ჰიბრიდს არც თუ ისე ბედნიერი "საჩუქარი" ელოდება. 
სიმღერამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.


სიმღერის ქართული თარგმანი:

 მეფე ტიგრან „დიდს ზღვიდან ზღვამდე“, რომ გაეგო 
სომხები ფულს სხვას ზღვაზე წასვლისთვის უხდიდნენ, გაუკვირდებოდა.
ქობულეთში სომხები სიხარულით და “დუხიანად“ მივდივართ, 
სხვა სომხებს მწვადის სუნზე ვცნობთ. 
კვიპროსი და დუბაი Goodbye, 
არის აჭარა სადაც ზაფხულში ბევრი სომეხია.
კაცები დაზაგრული და “ბანჯღვლიანი” მკერდით, 
ქალები მორცხვ საბანაო კოსტიუმებში, ხმაურიანი ბავშვები. 
ბიჭები პლაჟზე ლუდს სვავენ და სიტუაციას ცვლიან.
შავი ზღვის ნაპირზე შეგხვდი შენ, მაკიაჟის გარეშე, 
რეჰანისფერი თმით  და რიჰანას ტანით, 
ელტონ ჯონიც კი ვერ შეიკავებდა თავს.
 
 
ჰეი ლედი, ლედი ქობულეთი, 
მე შემიყვარდი ლედი ქობულეთი.
ჰეი ლედი ქობულეთი, 
ჩვენი გული მოიტაცე და ყველა გადარიე,
ყველას შეგვიყვარდი ანდოს, რაფის და სპიტაკცის. 
 
როგორ მოგიახლოვდე და რა გითხრა,
 Gamarjoba თუ Barev dzes 
ან იქნებ здраствуй ან Hello,
я тебя люблю, baby I love you,
te amo te amo, ya tebe kokhaiu,. 
qayl ara dukhov, тебя обожаю, 
მალე გავიცნოთ ერთმანეთი ყავა დავლიოთ და მალე დავქორწინდეთ.
მოდი გამიღიმე, ნუ მაიგნორებ, 
მომეცი საშუალება შენს დამწვარ ზურგზე მაწონი წაგისვა.

არ ვიცი სომეხი ხარ, რუსი თუ ყაბარდოელი, 
ნარდის თამაშსაც მივატოვებ თუ ჩემთან ერთად გაისეირნებ.
შენ ხარ ჩემი ლედი ქობულეთი, მე კი შენი საყვარელი მარადმწვანე ფოლარი. 
შეგჭამ როგორც tskheli simindi
 
ეი ლედი, ლედი ქობულეთი, 
მე შემიყვარდი ლედი ქობულეთი.
ჰეი ლედი ქობულეთი, 
ჩვენი გული მოიტაცე და ყველა გადარიე,
ყველას შეგვიყვარდი ანდოს, რაფის და სპიტაკცის.
 
მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს აქვთ მარილიანი ზღვა, 
ჩვენც არ დავივიწყოთ „ტკბილი“ და „ძვირფასი“ სევანი. 
ნუ არ გვაქვს ზღვა, არ გვყავს ქალთევზები, მაგრამ არაუშავს, "რასტამოჟკა" უკვე გაიაფდა.
მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, 
მხოლოდ ლედი ქობულეთი ჩემს გულს აღელვებს.
ვუყურებ შენი ტანის რელიეფს და მედუზასავით ვდნები ნაპირზე








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics