11:22 - 27 May, 2019
2018-08-14 13:40:02, 1990 ნახვა
გიორგი ვაშაძე: ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში

„ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში“, - ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.
მან წარადგინა ცესკო-ს ორი დადგენილება, 2017 და 2018 წლების საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რომლებიც ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ წელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გასაუბრებაზე აღარ დაიბარებენ.
ამასთან,ვაშაძე ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას კი „ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს
„ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას. მე მაქვს ორი დოკუმენტი, ერთი არის 2017 წლის საუბნო -საარჩევნო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით და მეორე არის 2018 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, ასევე საუბნო-საარჩევნო კომისიების კომპლექტაციასთან დაკავშირებით. ამ ორ დოკუმენტს შორის არის ერთადერთი განსხვავება, 2017 წელს საუბნო-საარჩევნო კომისიებს შეეძლოთ მონაწილეები კონკურსში საუბნო-საარჩევნო კომისიებში დაებარებინათ გასაუბრებაზე, 2018 წელს ეს მუხლი გაქრა ამ დოკუმენტიდან. რატომ გააკეთეს ეს? რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვავლინეთ სისტემა, როცა 73 საოლქო წევრიდან 63 დანიშნეს ერთადერთი პრინციპით, ცოლები სუსი-ის მაღალი თანამდებობის პირების, „ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და შტაბების აქტივისტების და ცესკოს ადმინისტრაციის წევრების. ახლა მათ უნდათ, რომ აგვიკრძალონ გასაუბრების ჩატარებაც კი საუბნო-საარჩევნო კომისებში დასანიშნ დამოუკიდებელ წევრებთან. სამწუხაროდ, ჟვანიამ ცესკო აქცია „ქართული ოცნების“ შტაბად. მისი დავალებაა, ისე დააკომპლექტონ საარჩევნო კომისიები, რომ შექმნას გაყალბების მექანიზმი. მოვუწოდებ, მას შეცვალოს ეს გადაწყვეტილებადა თითოეული კანდიდატი, რომელიც ინიშნება დამოუკიდებელ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობითა და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, გასაუბრეიბთ იქნას დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics