07:17 - 18 Aug, 2018
2018-08-10 15:31:02, 305 ნახვა
ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 150, ხოლო ქობულეთიდან 40 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

უწყების ცნობით, ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 40 შეტყობინებაა შემოსული და ​ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო.

რაც შეეხება ბათუმს, ქალაქში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის 150 შეტყობინებაა შემოსული.

უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics