07:17 - 18 Aug, 2018
2018-08-10 14:50:32, 913 ნახვა
7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;

2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 25 941 - ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი. 

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.

საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.
 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics