07:19 - 18 Aug, 2018
2018-08-10 13:04:26, 974 ნახვა
7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო

ბოლო 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარის ოდენობით, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“ შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ - 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 69 173 ლარი, „გირჩმა“ კი 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს: „ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ“ -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 11 613 ლარი, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 4 400 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 3 180 ლარი, „ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა“ – 2 000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 800 ლარი, „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 774 ლარი, „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 482 ლარი, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 404 ლარი. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics