06:10 - 23 Apr, 2019
2018-08-10 12:48:40, 172 ნახვა
ნაძალადევში, მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალდევის რაიონში, მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 540 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება აქტიურად გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, კიდევ ბევრი საგზაო-ინფრასტრუქტურული პრობლემა რჩება მოსაგვარებელი და ვცდილობთ, არსებული მდგომარეობა ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.  

მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 112 248 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics