07:19 - 18 Aug, 2018
2018-08-10 12:27:52, 44 ნახვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე კვლევები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა.

მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია სურსათში სულფიტმარედუცირებელი კლოსტდრიდიების განსაზღვრა. ახალი კვლევის მეთოდი აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013. ახლად დანერგილი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის ნორმა საქართველოს ტექნიკური რეგლამენტით, „სანიტარული წესები და ნორმებით“ რეგულირდება. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი. 

შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის  სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics