01:03 - 23 Oct, 2018
2018-08-10 11:25:32, 210 ნახვა
ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტობავარჩხილში ტურისტებზე სექსუალური იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ათი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ის დანაშაულს აღიარებს. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მამაკაცი ციხეში 3 თვეს გაატარებს, 7 თვეს კი პირობითი მსჯავრი ექნება.

„ბრალდებულთან დაიდო საპროცესო შეთანმხება დაზარალებულის ინტერესის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სასჯელის ზომად , რეალურ სასჯელთან ერთად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი,“-განაცხადა პროკურორმა მაია ჯაბუამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ტობა ვარჩხილზე სამი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, თუმცა ტურისტებმა პოლიციის გამოძახება შეძლეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics