18:07 - 23 Oct, 2018
2018-08-09 16:39:24, 492 ნახვა
ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შედეგად ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია მოცემული, უკვე შეზღუდვებს ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას შესაბამის სამსახურს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს პარლამენტმა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია მიიღო. მთავრობამ სია, რომელშიც 33 პირია შეყვანილი 26 ივნისს დაამტკიცა. სიაში შევიდნენ: დავით გურწიევი, ალიკ ტაბოევი, რაშიდ კანჯი-ოღლი, სლავიკ ბადია, რაულ კორტავა, ზაურ ჭითანავა, ციბრონა (ეკა) ახალაია, ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია, რუსლან ჯოპუა, როზა მირცხულავა, დიმიტრ არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა, გენრიხ ჭანბა, ვლადიმერ ანუა, ზაურ ცეცხლაძე (იგივე მიხეილ თარბა), გენადი აშხაცავა, გელა ვანაჩა, ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, შურიკ კოკოსკერია, ლევ ბიჩენოვი, გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი, ზურაბ დუდაევი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics