06:09 - 23 Apr, 2019
2018-08-09 13:22:37, 2107 ნახვა
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 347-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 347-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 1500-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. 

სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ.

მედიის ცნობით, კუნძულიდან 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის საანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გარდაცვლილების შესახებ განსხვავებულ ინფომრაციას ავრცელებს, მათი ცნობით, მიწისძვრას 131 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სხვა ოფიციალური უწყებები გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ იტყობინებიან, რომელიც სავარაუდოდ 226-დან 381 ადამიანამდე მერყეობს. 

ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა. მისი სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics