06:11 - 23 Apr, 2019
2018-08-06 17:01:49, 1194 ნახვა
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოო გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. 

„ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანებაც.

„არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილი. არ შეიძლება. პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სოლიდარობა, მთავარ თემებზე გაერთიანება და, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - მტერი. ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ, ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა. მეორე გაერთიანების ასპექტი არის ეს პარტიები. პარტიები საერთოდ დამთავრდა მსოფლიოში, თუ გადავხედავთ და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მისივე თქმით, ქალი პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებს უკეთესად გაუმკლავდება. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics