07:19 - 18 Aug, 2018
2018-08-02 16:39:45, 133 ნახვა
Samsung-მა ახალი პლანშეტი Galaxy Tab S4 წარადგინა

კორეულმა გიგანტმა Samsung Electronics-მა ახალი პლანშეტი Galaxy Tab S4 წარადგინა. 
პლანშეტი Android-ის ბოლო პლატფორმაზე მუშაობს და ტექნო ბლოგერების ვარაუდით ის 2018 წლის "ანდროიდ" პლანშეტებს შორის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გახდება. 
გასული წლის პლანშეტთან შედარებით  Tab S4 ეკრანის ფორმა შეიცვალა, ის უფრო ბრტყელი 16X9 გახდა. "სამსუნგში" აცხადებენ, რომ ეს მომხმარებლებს ვიდეორგოლების და კინოფილმების ყურებას უფრო სასიამოვნოს გახდის. ამავე მიზნით ახალ პლანშეტში 2-ის ნაცვლად 4 AKG Dolby Atmos - ის ბრენდის "ხმის წყარო" დაურთეს.  
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი მომხმარებლები, რომლებიც Tab S4-ის შეიძენენ  "სამსუნგისგან" საჩუქრად  უსადენო კლავიატურას მიიღებენ. 
საქმე იმაშია, რომ ამ აქსესუარს დამატებითი Dex Station ფუნქცია გააჩნია, მარტივად რომ ვთქვათ , როცა პლანშეტს კლავიატურაში მოათავსებთ, ის პროგრამულად მუშაობისთვის უფრო მოსახერხებელ რეჟიმში გადავა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ათჯერ ახსნილს ერთხელ ნანახი ჯობია (იხ.ვიდეორგოლი).
აგრეთვე პატარა, მაგრამ ბევრისთვის  მნიშვნელოვან სიურპრიზად პლანშეტის ყუთში , "სამსუნგის" საფირმო ელექტრონული კალამი "სტილუსი" , სახელად S Pen გახდება. მისი მეშვეობით მოწყობილობის გამორთულ ეკრანზეც კი წერას, ხატვას და ჩანაწერების კეთებას, მხოლოდ მონოქრომის რეჟიმში შეძლებთ.
პროდუქციის სასტარტო ღირებულება 649$ გახლავთ, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან არსებულ რიგ მაღაზიებში მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ფასი როგორც წესი იგნორირებული და ხშირად ხელოვნურად გაზრდილია, საკმაოდ სოლუდურ და შეიძლება ითქვას გაუმართლებელ ფასებს უნდა ველოდოთ.

პლანშეტის მონაცემები:
10,5 Super Amoled Display (2560X1600) 16:10
Qualcomm Snapdragon 835 (Adreno 540)
4GB ოპერატიული და 64 ან 256GB შიდა მეხსიერებით (+micro sd)
13Megapixel (F1.6) ძირითადი და 8mp წინა კამერით
კვების წყარო 7300 მილიამპერი (სწრაფი დატენვის ფუნქციით)
ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo







სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics