10:37 - 20 Jul, 2018
2018-07-11 18:42:03, 58 ნახვა
ბახტაძე - მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა დაბალია და საკადრო ცვლილებებს საჭიროებს

"რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში; აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება.

„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს. ვფიქრობ. ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics