10:26 - 20 Jul, 2018
2018-07-11 18:15:27, 283 ნახვა
წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1 000 ავტომობილით შემცირდება

წლის ბოლომდე, სამთავრობო უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1 000 ავტომობილით შემცირდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ავტომობილები რელიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.

„ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით არის პრინციპული ნაბიჯები გადასადგამი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1 000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვს.

„დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში. ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას, რაც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები“, - განაცხადა პრემიერმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics