06:06 - 25 Sep, 2018
2018-07-11 17:32:50, 411 ნახვა
მერკელი ტრამპს: გერმანიის ნაწილზე საბჭოთა კავშირის კონტროლი საკუთარ თავზე გამოვცადე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინი ვაშინგტონის ინტერესების დაცვას აგრძელებს. ინფორმაციას Kommersant.ru ავრცელებს.

როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია არის დამოუკიდებელი ქვეყანა და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

"გერმანიის ნაწილზე საბჭოთა კავშირის კონტროლი საკუთარ თავზე გამოვცადე. ძალიან მიხარია, რომ დღეს გერმანია არის გაერთიანებული და თავისუფალი სახელმწიფო. შემიძლია ვთქვა, რომ ვაწარმოებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად ვიღებთ. ნატო-ში გერმანიის ჯარი არის სიდიდიდ მეორე. ამასთან, ოფიციალურმა ბერლინმა ალიანსს საკუთარი ძალების საკმაოდ დიდი ნაწილი შესთავაზა, გარდა ამისა, ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ტანამშრომლობას ვაგრძელებთ და მათ შორის ამერიკის ინტერესებსაც ვიცავთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მოსკოვთან ენერგეტიკული შეთანხმების გამო ბერლინი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ფსიქოლოგებმა ჰომოფობია შეიძლება დაავადებად აღიარონ
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, 20 პირი, მათ შორის წამლის რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics