15:43 - 16 Dec, 2018
2018-07-11 17:25:20, 154 ნახვა
წულუკიანი: მსურდა ყველას დაენახა, როგორია საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილეობის გარეშე

მსურდა, ყველას დაენახა, თუ როგორია საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილეობის გარეშე, - ასე განმარტა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი გადაწყვეტილება მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებასა და კენჭისყრაში არ მონაწილეობის თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„მე მსურდა, რომ დღეს პროფესიულ წრეებს, თავად პროკურორებს, მართლმსაჯულებაში მონაწილე სხვა პროფესიონალებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და ყველას, დაენახა ის, თუ როგორია საბჭოს გადაწყვეტილება ჩემი მონაწილოების გარეშე. საპროკურორო საბჭომ დღეს ყველას დაანახა, რომ ის არის ერთსულოვანი იმაში, რომ მათი მოსაწონი კანდიდატი არის ამ ეტაპზე შალვა თადუმაძე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.







სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics