14:36 - 16 Dec, 2018
2018-07-11 16:36:27, 185 ნახვა
საპროკურორო საბჭოს წევრი: სამწუხაროა, რომ არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოგვიწია

„ძალიან სამწუხარო და დასანიანია, რომ ორ კანდიდატს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ნანა ხუნჯუამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან შალვა შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს მასთან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ.

„ძალიან სამწუხარო და დასანიანია, რომ ორ კანდიდატს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება. გვქონდა სურვილი, მოგვესმინა ბატონი შალვა შავგულიძისთვის, გვქონდა ბევრი შეკითხვები, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა კანდიდატურა“, - განაცხადა ხუნჯუამ.

რაც შეეხება კითხვას, რა კრიტერიუმებით მოხდა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევა, ხუნჯუამ აღნიშნა, რომ უპირატესობა იმ კანდიდატს მიანიჭა, რომელმაც უფრო რეალისტური და კონკრეტული გეგმები წარმოადგინა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ორივე კანდიდატის ხედვები და მიდგომები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი პრიორიტეტები ჰქონდათ მათ, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ იმ კანდიდატს, რომელსაც ჰქონდა უფრო რეალისტური, კონკრეტული გეგმები იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რაც დღეს პროკურატურის წინაშე დგას და გარდა ამისა, რომელსაც ჰქონდა მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

საპროკურორო საბჭოს წევრმა ასევე სხდომის საჯაროობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე იყო.

„რაც შეეხება სხდომის დახურულობას, ამასთან დაკავშირებით მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს პროცესი არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. პირველად ეს 2015 წელს ჩატარდა და ვენეციის კომისიამაც შეაფასა დადებითად. მედიას მიეცა საშუალება, გადაეღო მთლიანად ხმის მიცემის და დათვლის პროცედურა. რაც შეეხება კანდიდატებთან გასაუბრებას, კეთდება აუდიოჩანაწერი, რომელიც იდება საიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამ აუდიოჩანაწერში იქნებოდა ყველა შეკითხვა გაჟღერებული და ყველა პასუხი“, - განაცხადა ნანა ხუნჯუა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ კენჭსყრასა და გასაუბრების პროცესში საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია.







სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics