14:36 - 16 Dec, 2018
2018-07-11 15:00:10, 208 ნახვა
ლენტეხში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობში ვერტმფრენი ჩაერთო

სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად 2.5 ჰა ფართობია დამწვარი.

"ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. უწყებამ ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება არ მოხდეს.", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics