10:27 - 20 Jul, 2018
2018-07-11 14:45:23, 134 ნახვა
შსს მესტიაში 23 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელლებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობის ფაქტი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით,  მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში  ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics