05:58 - 25 Sep, 2018
2018-07-11 13:52:19, 172 ნახვა
პროკურორი: რაიან სმიტსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება იარაღთან დაკავშირებით შენიშვნას მოჰყვა

სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, მსხვერპლსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ჩადენი მკველობის შემდეგ მტკიცებულებების დამალვას ცდილობდა.

„ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ ყველანაირად ცდილობდა, კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა, ჩადენილიყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ბრალდებულის დაკავება. დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ანუ ეს პიროვნება იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლება, საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ფსიქოლოგებმა ჰომოფობია შეიძლება დაავადებად აღიარონ
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, 20 პირი, მათ შორის წამლის რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics