10:21 - 20 Jul, 2018
2018-07-11 12:56:16, 107 ნახვა
ოზურგეთში, ავტომანქანაში ხელყუმბარა შეაგდეს - მიმდინარეობს გამოძიება

ოზურგეთში, ივანე პეტრიწის ქუჩაზე, უცნობმა პირებმა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სსკ-ის 187ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბიშის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.

მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics