21:15 - 25 Sep, 2018
2018-07-11 11:13:34, 153 ნახვა
„ისინი არიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ“ - ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი პროტესტი სხდომის დახურვამ გამოიწვია. როგორც კახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კანდიდატებისგან პასუხები პირდაპირ ეთერში მიიღოს და მათი კვალიფიკაცია შეაფასოს.

”სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება ყოფილიყო ღია მედიისთვის, როგორც  ღია არის კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი ვინაიდან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები პირდაპირ ეთერში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია. საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. სხდომა იქნება დახურული  და მე ვერ ვხედვ აზრს  მივიღო მონაწილეობა ამ პროცესსში. რა თქმა უნდა ბატონი შალვა შავგულიძეც არის იგივე პოზიციაზე. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ ეს საპროკურორო საბჭო აირჩევდა ბატონ შალვას მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი აირიან სრული გავლენის ქვეშ დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics