21:15 - 25 Sep, 2018
2018-07-09 15:50:42, 435 ნახვა
ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ“ მოეწყო და კონცერტი გაიმართა.

ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.

რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ანსამბლმა „თსუ - გორდელა“-მ მიიღო. ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ აუდიტორიას ახალი პროგრამა სახელწოდებით „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics