10:20 - 20 Jul, 2018
2018-07-09 15:12:36, 117 ნახვა
მეცნიერებმა აივ ინფექციასთან ბრძოლაში ყველაზე ქმედითი პრეპარატი გამოსცადეს

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აივ ინფექციასთან ბრძოლის ნუსხაში ახალი, როგორც თავად ამტკიცებენ, ყველაზე ქმედითი ვაქცინა სახელწოდებით Ad26, 400-მდე ზრდასრულ მოხალისეზე გამოსცადეს.

ცდების შედეგად პრეპარატის უსაფრთხოება და აივ-შიდსის ვირუსის ძლიერი დაქვეითების უნარი დამტკიცდა.

პრეპარატის ცდებში 18-50 წლის ასაკში აივ ინფექციის მქონე 400-ამდე ზრდასრულმა პაციენტმა მონაწილეობა მიიღო. მოხალისეები  აფრიკის კონტინენტიდან, ტაილანდიდან და აშშ-იდან შეირჩნენ. სპეციალისტებმა ცდების მანძილზე მკურნალობის ორი ფაზა გააერთიანეს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ცდებში მონაწილე ადამიანები მეცნიერებმა 2 ჯგუფად დაყვეს - პირველ ჯგუფს პრეპარატი "Ad26.Mos.HIV" შეუყვანეს, ხოლო მეორეს-პლაცებო.

ცდებმა აჩვენა, რომ ყველა მოხალისის სისხლში, რომელმაც ვაქცინა Ad26 მიიღო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ვირუსთან ყველაზე აქტიურად მებრძოლი ტ-უჯრედების რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა.

ასეთივე ცდები პარალელურად 72 მაიმუნზე ჩატარდა და შედეგი ანალოგიური იყო.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics