01:05 - 23 Mar, 2019
2018-07-06 17:25:07, 4479 ნახვა
თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა ქეთევან აბულაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ფილმ „ვედრების" კინოპოზიტივი და სამი ფილმის - „მონანიების", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა" და „ნატვრის ხის" ორიგინალი მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები გადასცა. 

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში კინოდოკუმენტების 35 000-ზე მეტი შესანახი ერთეულია. მათ საცავებში დაცულია კინოფირების შენახვის საერთაშორისო ნორმები, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ აბულაძის ოჯახიდან ეროვნულ არქივში წინა წლებში შემოსულია „მონანიებისა" და „ნატვრის ხის" კინოფირები.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics