სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:18 - 24 May, 2019
2018-06-26 14:14:15, 1834 ნახვა
ხუხაშვილი - ხელოვნური სამინისტროების გაუქმება და ფუნქციების გადანაწილება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო

ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.

როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

„მე ვფიქრობ, რომ სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, თანაც დიდი ხანია ეს თემა აქტუალური იყო. კარგია, რომ ახლა მაინც მოხერხდა ამ მიმართულებით რეფორმების დაწყება. რეფორმა ორ ეტაპიანია, პირველი ეტაპი, რაც შეეხება გამსხვილებას, მე ამას პოზიტიურად ვუყურებ რაც მოხდა, თუმცა მეორე ეტაპი, კიდევ უფრო რთულია, როცა უნდა მოხდეს ამ გამსხვილებული სამინისტროების სტრუქტურიზაცია, ოპტიმიზაცია, ისე რომ ამ ყველაფერმა მექანიკური სახე არ მიიღოს. ეს არის სწორი პროცესი და იმედია წამატებით დასრულდება“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს გაუქმებას, ექსპერტი აცხადებს, რომ ხელოვნურად შექმნილი სამინისტროები აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან საერთაშორისო მასშტაბით აქტუალური აღარაა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ადრე, არაერთხელ მითქვამს, ხელოვნური სამინისტროები აუცილებლად უნდა გაუქმდეს. შეიძლება, რაღაც მომენტში ამას ჰქონდა თავისი აქტუალობა, მაგრამ ახლა აქტუალური ნამდვილად არ არის. მათი გაუქმება და ფუნქციების გადანაწილება დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი. ვფიქრობ, აბსოლურუტად ნორმალურია, იმიტომ რომ ამ სამინისტროებს აქვს თავი ჰუმანიტრული, სოციალური და პოლიტიკური განზომილებაც კი, მაგრამ ამ ფუნქციებს ტრადიციული სამინისტროები სრულიად თავისუფლად გაართმევენ თავს“,  - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics