00:22 - 23 Jul, 2018
2018-06-23 19:56:20, 132 ნახვა
ქანთარია: სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე

„სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ვეთანხმები, თუმცა არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი განთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ასეთი ტიპის შერწყმა უფრო ლოგიკური იქნება.

„რაც მესმის ამ ეტაპზე, თითქოს, არის ამ თემაზე საუბარი. ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე განათლებისა და კულტურის გაერთიანება, ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ. გული უნდა იყოს გულის ადგილას, ტვინი უნდა იყოს თავში, ჩემი აზრი ასეთია და შევეცდები დავასაბუთო. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებას, ეს უკვე პრაქტიკული საკითხია და აქ ვფიქრობ, ეროვნულ იდენტობაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics