14:34 - 16 Dec, 2018
2018-06-20 12:24:46, 724 ნახვა
ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმების აბსურდულობის შესახებ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის სურვილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო გააუქმოს, მისი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთოს - მედიაში ამაზე საუბარი სულ უფრო აქტუალურია, თუმცა თავად ბახტაძე არაფერს ამბობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ეს არის უწყება რომელიც სამასიათას დევნილის, 20 ათასზე მეტ ეკომიგრანტს, 10 ათას რეპატრიანტს და ათასობით ლტოლვილს ემსახურება.

ყველა ხელისუფლების პირობებში, მუდმივად ხდება დევნილების "საჯილდაო ქვად" გამოყენება, ეკომიგრანტების ჩაგვრა, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველზე დაუცველი სოციალური ფენის დაცინვა სახელმწფო დონეზე. მაგრამ ახლა უფრო გავშალოთ თემაც:

2016 წელს აქტიურად მიმდინარეობდა დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი, წლის განმავლობაში მთავრობის განკარგულება გამოიცა 2532 ოჯახზე, მათ შორის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 უძრავ ქონებაზე.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წელს დაასრულა ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია, სადაც 332 ოჯახს გადაეცა ბინა. შეჩერდა 1 კარკასული ობიექტის (111 ბინა) რეაბილიტაცია, რომლიც განახლდება 2017 წელს. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. 2016 წელს დასრულდა ორი ახალი კორპუსის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდში, სადაც ჩაბარდა 144 ბინა. მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა ქ. ქუთაისში, დასრულდება 2017 წლის თებერვალში დასრულდება, სადაც შესაძლებელი იქნება 160 დევნილი ოჯახის შესახლება. 480 ბინიანი 4 კორპუსის მიმდინარე მშენებლობის დასრულება იგეგმება 2017 წლის ივნისში. 2016 წელს განხორციელდა 14,148,865 ლარის ღირებულების 707 სახლის შესყიდვა დევნილებისათვის.

2016 წელს განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ერთი საცხოვრებელი შენობების სრული რეაბილიტაცია, სათანადო საცხოვრებელ ერთეულად გარდაქმნა, 121 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში.

ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა: სრული სურათის სანახავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვთავაზობთ, თამარაშვილის ქუჩაზე უწყების წინ მისვლას, რამდენი გაუბედურებულ ადამიანი ელოდება: ბინას, საცხოვრებელს, დევნილთა რეგისტრაციის გავლას, ქულების მინიჭების პროცესს. რამდენი ეკომიგრანტი ელის ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ქვეყანაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სწორედ დევნილთა ღირსეული ცხოვრებისთვის ევროკავშირმა ორ მილიარდზე მეტი გამოყო. კაციშვილმა არ იცის სად წაიღო წინა ხელისუფლებამ ეს თანხა, მაგრამ ფაქტია, რომ დევნილების ღირსეულ ცხოვრებას ამ ქვეყანაში საშველი არ დაადგა.

კიდევ ერთი რჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, აუცილებლად გაიარეთ წყალტუბოს, მალთაყვის, ბათუმის, ზუგდიდის და სხვა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, ამ ადამიანების გასაჭირს და პრობლემატიკას ერთბაშად გაიგებთ.

ახლა გვეუბნებიან, რომ დევნილთა სამინისტროს დაწყებულ მშენებლობებს, სადაც დევნილებს ღირსეული არსებობის საშუალება უნდა მიეცეთ, ჩაიბარებს არც მეტი და არც ნაკლები, ის უწყება, რომელიც თბილისი-რუსთავის გზას 6 წელია აშენებს და ხაშურის შემოვლით გზას 4 წელი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო რომ „კარმუშკების“ კორუფციის და აღებ-მიცემობის ბუდეა, მას რატომ არ აუქმებს ოპტიმიზირებული მთავრობა? წარმოდგენაც გვიჭირს, რა მოუვა იმ კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებს და მშენებლობებს, რომლებსაც დევნილები ასე ელოდებიან, უბრალოდ დაკონსერვდება.

ღმერთმანი ოპტიმიზაცია კარგია, მაგრამ არა ყველაზე ჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე, არა იმ ადამიანების ხარჯზე ვინც სახელმწიფოსგან თანადგომას და დახმარებას ყველაზე მეტად ელის. წარმატება ახალგაზრდა პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს. იმედია დაუცველთა შევიწროებით არ დაიწყებს დიდ პოლიტიკურ კარიერას.

ირაკლი მანაგაძე 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics