სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:51 - 24 May, 2019
2018-06-19 17:01:50, 1888 ნახვა
ბახტაძე: საქართველოს დღეს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება

„მე ნადვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძემ ბახტაძეს სთხოვა, სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით პოზიცია კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.

 „ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენ უნდა  გავიაროთ არის თანხვედრაში იმ კანონმდებლობასთან, რაც დღეს არსებობს საქართველოში. აქვე მინდა განვაცხადო ის, რომ პროგრამა რომელიც მე წარმოვადგინე მოითხოვს მცირე მთავრობის კონცეფციას. შესაბამისად ჩენ გვქონდა ერთადერთი საშუალება, რომ პარლამენტთან გვქონოდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მთავრობა დამტკიცებულიყო ძველი სტრუქტურით  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნდობას გამოაცხადებთ და შემდეგ ჩვენი  გუნდი შემოიტანდა ამ პროექტს,  რომელსაც განვიხილავდით პარლამენტში. ეს გულისხმობს მათ შორის სამინისტროების შემცირებას და მე ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება.  აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს გახლავთ პროგრამის განუყოფელი  ნაწილი. აქიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის რაც თქვენ აღნიშნეთ ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics