11:22 - 27 May, 2019
2018-06-18 12:31:40, 2016 ნახვა
გია გაჩეჩილაძე: მე მინდა, რომ თეა წულუკიანი დარჩეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიიშნა, წულუკიანმა ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

„მე მინდა, რომ თეა წულუკიანი დარჩეს. მას დაწყებული აქვს ჰააგაში ძალიან სერიოზული პროცესი და აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, გაჩეჩილაძის თქმით, ის აპირებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფის საკითხი დააყენოს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავაყენებ საკითხის ისევ გაყოფასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა ეს არ მოხერხდება, ამას ბიუჯეტში ცვლილება უნდა, მოვითხოვთ რომ კონსულტაციები დაიწყოს ამ საკითხზე“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი სამინისტროები გაერთიანდება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics