11:21 - 27 May, 2019
2018-06-14 20:30:39, 1918 ნახვა
სერგო რატიანი: არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება

არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანი პრემიერის პოსტზე ბახტაძის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მას არ იცნობს. 

„ბახტაძეს არ იცნობს საზოგადოება, კვლევებმა ეს კარგად აჩვენეს. მაგრამ ის არის ბიძინა ივანიშვილის რჩეული.  არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ბახტაძე კვირიკაშვილზე უკეთესი პრემიერი იქნება, რადგან მის სახელთან დაკავშირებულია წარუმატებლობა საქართველოს რკინიგზაში და წარუმატებლობა ასევე, ეკონომიკურ გუნდში, რომლის დროსაც ფაქტობრივად, იყო უკან სვლა სიღარიბის მიმართულებით“,- განაცხადა სერგო რატიანმა. 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics