08:02 - 23 Jun, 2018
2018-06-13 21:05:36, 59 ნახვა
ეკა გიგაური: ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შსს ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

 „მთავარი, რაც ჩვენ გავიგეთ ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ მათი დიდი სურვილი არის ეს საქმე გამოძიებული იქნას და დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც ერთის მხრივ, ჩართული იყო მკვლელობაში და მეორეს მხრივ ის პირები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გამოძიებაზე. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წუხილები აქვს ზოგადად  ზაზა სარალიძეს, მაგრამ ამავდროულად, ვისაუბრეთ რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში  გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ გვაქვს უბრალოდ იმედი, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.

1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics