18:11 - 23 Oct, 2018
2018-06-13 20:42:42, 767 ნახვა
სოფო კილაძემ განმარტა, თუ რა საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრება ივანიშვილს და კვირიკაშვილს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განმარტა, თუ რა საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და უკვე ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს.

როგორც კილაძემ აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ქვეყანაში სიღარიბის კუთხით მძიმე ვითარებაა, კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო.

„ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. გუნდში გვქონდა განხილვა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სტატისტიკურად აჩვენა გაეროს კვლევამ და ჩვენ, მე პირადად არაერთხელ უამრავჯერ გვითქვამს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ ნომერ პირველი გამოწვევა. აქიდან გამომდინარე ეს მგონია, რომ იყო ძალიან პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის მხრიდან. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება იყო და მეც მას ვეთანხმები, რომ მძიმე სიტუაცია არის სიღარიბესთან მიმართებაში ქვეყანაში და ამას ბუნებრივია თავისი მიზეზები აქვს. პრემიერმა ძალიან ღიად დააფიქსირა, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც წარმართა ეკონომიკურმა გუნდმა, ამ შემთხვევაში იყო ძალიან სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics