08:10 - 23 Jun, 2018
2018-06-13 20:02:08, 68 ნახვა
ეკა გიგაური: თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა აღარ უნდა დაიკავოს

მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე - ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაური იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მინისტრები მოწოდებულნი იქნებიან, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები გააგრძელონ. 

„საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელებულიყო და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იმედი გვაქვს რომ ის კანდიდატები, რომლებიც უკვე დაიკავებენ ახალ თანამდებობებს ზუსტად იქნებიან მოწოდებულნი რომ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები გააგრძელონ.   რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი, ახალი ხედვის მქონე ადამინი უნდა იყოს ჩართული  და ამ მიმართულებას უხელმძღვანელოს.  ვთვლით, რომ ეს თანამდებობა აღარ უნდა დაიკავოს  თეა წულუკიანმა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics