07:18 - 18 Aug, 2018
2018-06-13 19:42:02, 109 ნახვა
მელია კვირიკაშვილის გადადგომაზე: ივანიშვილმა ბარტყების გადმოგდება დაიწყო

ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი, იმიტომ რომ მან ის მაინც თქვა რომ ბიძინამ დამნიშნა და ბიძინამ გამიშვა- ასე გამოეხმაურა, გიროგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

 მისი თქმით, პრემიერის გადადგომა არის ხალხის გამარჯვება და ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი დამთავრდება.

„ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა შემდეგი, რომ თითქოს მას ხედვებთან დაკავშირებით, თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან უთანხმოება აქვს.  ეს ადამიანი 30 მარტს თვენახევრის წინ საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას ესაუბრებოდა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ ჩემს ადმინისტრაციასო და რომ ელოდებით ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას   გაძლევთ რამდენიმე წელი ეს ტაიმერი არ დარეკავსო. აქედან გამომდინარე რისი თქმა შეიძლება, დიახაც, საზოგადოების ძალიან პატარა მაგრამ მაინც გამარჯვება.  ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება. გადმოაგდო მირზა სუბელიანი, გადმოაგდო შოთაძე და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. პირადი მზარეულის დანიშვნა უნდა  ქალბატონი ცქიტიშვილის? ოლიგარქატი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის უნდა ჩამოშორდეს  მართვის სადავეებს და ამას გააკეთებს საზოგადოება,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics