17:56 - 23 Oct, 2018
2018-06-13 19:39:31, 722 ნახვა
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია

პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი გადამდგარია და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც ნიშნავს.

საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი, ასევე 7 დღის ვადაში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგენს.

მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში პარლამენტი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

რაც შეეხება ნდობის გამოცხადების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, ამის შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე წარდგებიან.

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics