17:56 - 23 Oct, 2018
2018-06-13 18:26:19, 452 ნახვა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია

13-16 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო.  

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში და ADB-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა.  

ეს არის მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც  შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან. 
მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. 

ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს.   

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. 

დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს ერთობლივი ბრიფინგი. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელების პროცესში. ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. აზიის განვითარების ბანკი ასევე მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics