14:51 - 22 Nov, 2018
2018-06-13 17:31:06, 490 ნახვა
შსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შინაგა საქმეთა სამინისტროში 51-ე სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა გრძელდება.

დღეს შსს-ში გამოკითხვაზე ლევან დადუნაშვილის მეგობარი მშობელთან და ადვოკატთნ ერთად  მივიდა.  როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა განუცხადა, მოზარდი ხელახალი გამოძიების ფარგლებში უკვე მეორედ დაიბარეს შსს-ში, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რა არის ხელმეორედ გამოკითხვის მიზეზი და მიაწვდის თუ არა არასრულწლოვანი გამოძიებას რაიმე ახალ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.

1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics