08:04 - 23 Jun, 2018
2018-06-13 16:17:23, 66 ნახვა
სულეიმანოვი: ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი რუსთავის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც სულეიმანოვმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმრთ არსებული ბრალდება აბსურდული და ალოგიკურია.

„ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილს აგინა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდება, ეს ხომ არალოგიკურია?!“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით ელჩინ ალახვერდიევი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არჩევნების დროს მის წინააღმდეგ გამოდიოდა.

სულეიმანოვი ადასტურებს, რომ იმ საღამოს დაზარალებულს შეხვდა.

„ჩემთან იყო ოფისში და ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, როცა არ ხარ ჩვენი წევრი, ვინ დაგავალათქო. ამის შემდეგ ის წავიდა და მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩაიხანაში იყვნენ საკრებულოს დეპუტატებიც. მე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია",- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

ცნობისთვის, სულეიმანოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ცემის ფაქტზეა დაწყებული.

„საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics