08:11 - 23 Jun, 2018
2018-06-13 16:13:10, 65 ნახვა
ირაკლი კობახიძე: აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებთი, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს  პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ"-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2  პირის მიმართ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics