18:18 - 23 Oct, 2018
2018-06-13 15:16:28, 252 ნახვა
ზაქარია ქუცნაშვილი: მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს

„მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა.

„მე არ გამოვიტანდი თითოეული გუნდის წევრის მოსაზრებას გარეთ. მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა ამ თემის გარშემო. დანარჩენი ვის რა პოზიცია ეკავა, ჰკითხეთ თითოეულ დეპუტატებს და ის გიპასუხებთ“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუშინ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ მსჯელობა Unicef-ის კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა და ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics