19:13 - 23 Oct, 2018
2018-06-13 15:08:02, 245 ნახვა
გოცირიძე: აზერ სულეიმანოვი ვითარებას არკვევდა - არ მოგცემთ უფლებას, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნოთ

აზერ სულეიმანოვი მარნეულში მომხდარი ინციდენტის მხოლო ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ვითარების გარკვევა ჰქვია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სულეიმანოვს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ახლა ტელეფონზე ველაპარაკები აზერ სულაიმოვას. აი ასე ვამოწმებთ ოპერატიულად ინფორმაციას და ვამხელთ სიცრუეს. მან არ იცის რა ხდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ. შემთხვევა იყო შემდეგი: ეს ახალგაზრდა რომელსაც მოექცნენ მართლაც საშინლად თურმე ყოფილა „ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე და შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება შეიხის აზერ სულეიმანოვის და საკრებულოს მაჟორიტარული დეპუტატების მიერ და აზერ სულეიმანოვი ამ გარემოცვაში მათ სასულიერო ლიდერთან ერთდ მონაწილეობდა ამ ახალგაზრდებთან საუბარში რომლის მიზანი იყო ერთადერთი რამ, 11 წელი იცნობს ამ ბიჭს შორიდან. 6 წლის განმავლობაში ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მებრძოლი. კითხვა იყო ერთდერთი, რატომ მონაწილეობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს და ამისთვის შეიხი არის დაბარებული პროკურატურაში. მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ სულეიმანოვი არის ბრალდებული. დიახ, უნდა გამოიძიონ ყველაფერი, რა მოხდა და რატომ იყო ეს პროვოკაცია და რა შუაში არის აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითრების გარკვევა. ამას ჩვენ გავარკვევთ და არავის არ მოგცემთ უფლებას ადამიანები დევნოთ პოლიტიკური ნიშნით და გამოიგონთ ახალ ახალი იურიდიული ტერმინები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სულეიმანოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ცემის ფაქტზეა დაწყებული.

„საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს
სესიაშვილი: 310 მ² საცხოვრებელი სახლის აშენება 37 200 დოლარი დამიჯდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics