08:15 - 23 Jun, 2018
2018-06-12 14:47:14, 1759 ნახვა
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი ცნობილია

მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა.

 ტრამპმა ჩრდილო კორეისთვისუსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო. კიმ ჩენ ინმა კი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით, მტკიცე და ურყევი ვალდებულება დაადასტურა- ნათვქვამია ტექსტის შესავალში.

ხელმოწერილი შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს:

1. აშშ და ჩრდილო კორეა იღებენ ვალდებულებას, დაამყარონ ახალი ამერიკულ-ჩრდილო კორეული ურთიერთობები, მშვიდობისა და ორივე სახელმწიფოს აყვავების სურვილის შესაბამისად.

2. აშშ და ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის შესაქმნელად იმუშავებენ.

3. მხარეები ამტკიცებენ 2018 წლის 27 აპრილის ფხანმუნჯომის დეკლარაციას, სადაც ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების ვალდებულებას იღებს.

4. აშშ-მა და ჩრდილო კორეამ აიღეს ვალდებულება, დააბრუნონ დაღუპული სამხედრო ტყვეების ნაშთები, მათ შორის უკვე იდენტიფიცირებული ადამიანების დაუყოვნებლივი რეპატრიაციის.

 შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე, ადგილობრივი დროით 9 საათზე, სასტუმრო კაპელაში შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics