20:09 - 18 Jan, 2019
2018-06-08 13:56:43, 2264 ნახვა
მსოფლიო ელის ფილმის პრემიერას რომელიც ლეგენდარული ფრედი მერკურის შესახებ მოგვითხრობს

“ბოჰემური რაფსოდია” მუსიკალურ ჯგუფ  QUEEN-ისა და მისი სოლისტის – ფრედი მერკურის შესახებ მოგვითხრობს. ამ უკანასკნელის როლს რემი მალეკი შეასრულებს, რომელსაც მაყურებელი  სერიალიდან მისტერ რობოტი იცნობს.
მაყურებელი მოუთმენლად ელოება მსოფლიო პრემიერას, რომელიც ლონდონში 1 ნოემბრისთვისაა დანიშნული.
youtube-ზე გავრცელებულ ფიციალურ ტრეილერს უკვე 4 მილინზე მეტი ნახვა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ჯგუფ Queen-ის ქარიზმატულ სოლისტზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება თითქმის ათი წელი მიმდინარეობდა. 
ფილმს "ბოჰემური რაფსოდია" ჯგუფის ჰიტის საპატივცემულოდ ერქმევა. ცნობილია, რომ თავიდან, მერკურის როლზე მსახიობი საშა ბარონ კოენი განიხილებოდა ("ბორატი", "დიქტატორი"), თუმცა მან შესრულებაზე უარი განაცხადა, რადგან სცენარიდან კოკაინის გამოყენების სცენები ამოღებული იყო.

ბიოგრაფიული ფილმის სცენარის ახალი ვარიანტის ავტორები ჯასტინ ჰეითი და ოსკარის ნომინანტი (ფილმით - The Theory of Everything) დრამატურგი და სცენარისტი ენტონი მაკკარტენია. ფილმის სიუჟეტი როკ-ჯგუფის 1985 წელს გამართული კონცერტის შესახებ იქნება დაფუძნებული. 







სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics