08:02 - 23 Jun, 2018
2018-06-08 11:17:07, 251 ნახვა
ბრიუსელში ხორვატიის თავდაცის უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.

დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ხორვატმა კოლეგამ დამირ კრსტიჩევიჩმა მოაწერეს. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ლევან იზორიამ ხორვატიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ხორვატიამ  ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მსგავსად  ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა და მისი მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ხორვატიის მხარის ჩართულობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს სახელით წარსდგება. „შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, საქართველოს სახელით, საჯაროდ განაცხადოს მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. საქართველო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მომავალშიც იმ რაოდენობით გააგრძელებს კონტრიბუციას, რა რაოდენობითაც დღეს არის წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.  

ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განხილული ინიციატივებისა და თემების მიმართ საქართველო აბსოლუტურად ადეკვატურია თავის რეფორმებში და ამ რეფორმების განხორციელებით მოწინავე და პროგრესული ქვეყანაა, რაც გაცხადდა კიდეც.

თავდაცვის მინისტრმა  ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტის მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება: „გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯაროდ გაცხადდება განცხადებაში, რომელსაც ნატოსთან ერთად საქართველო მიიღებს და რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მყარი საფუძველი და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.    

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics