00:55 - 23 Oct, 2018
2018-06-07 22:38:02, 1314 ნახვა
8 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7

10:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის შვიდწლიანი პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებაზე მხარეები მრავალწლიანი თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს შეაჯამებენ და მოწვეულ სტუმრებს განხორციელებული პროექტების მოკლე ანალიზს წარუდგენენ.
მისამართი: სასტუმრო ,,რედისონი ბლუ ივერია"

10:30 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვა".
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 საათზე, პარლამენტში, ა კორპუსი 114 ოთახი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის შეხვედრა ზაზა სარალიძესთან.

11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით სადისკუსიო პანელს გამართავს.
საკონტაქტო პირი: სოფიო მაქაცარია 591650500

11:00 საათზე, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მედიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.
მის.: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

11:00 საათზე, ევროპის საბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნებისა და CEEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაციას გამართავს.
მის.: რესპუბლიკის საკონფერენციო დარბაზი (სასტუმრო „რედისონის“ მოპირდაპირე მხარე)

12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

13:00 საათზე, „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი" საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14:00  საათზე, უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო", ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ევროპული საქართველო - რეგიონები", „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის" და საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უწყების მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ახალ რეგულაციებზე მიაწვდის ინფორმაციას.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

14:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის.: თბილისი, შ. დადიანის ქ. #2/1

16:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-5 სხდომა.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო  საბჭოს" სხდომა.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

16:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან.
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა".
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, III სართული, ოთახი N341

17:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419
(+995 32) 228-16-24;

17:00 საათზე, სასტუმრო “ბეტსში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება.

19:00 საათზე, იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

19:00 საათზე, თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის 7, IV სართული



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics