18:48 - 18 Aug, 2018
2018-06-05 08:24:23, 454 ნახვა
ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველმა სუმოისტმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, ხოლო მაისში გამართული ტურნირის შემდეგ პროფესიონალური სუმოს რანგით მეორე - ოძეკის ტიტული მოიპოვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics