04:06 - 22 Jun, 2018
2018-05-26 11:34:48, 688 ნახვა
როგორ მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობა 100 წლის წინ

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.
ზუსტად ერთი საუკუნის წინ 1918 წლის 26 მაისს, საღამოს 4 საათსა და 50 წუთზე, ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.  
ომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.  
ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და ქვეყანა დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. 
რუსთაველის 6  ნომერში 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 

1918 წლის 26 მაისს თვილისში შეიკრიბა სეიმის უკანასკნელი სხდომა. რაკი პირობები გარკვეულად წინასწარ იყო მომზადებული, სხდომა დიდხან არ გაგრძელებულა. საიმმა თავიდან მოიხსნა ყოველგვარი რწმუნებულება და ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა. 
16:00 საათისათვსი ყოფილი მეფისნაცვლის სასახლიდან სეიმის დეპუტატები გამვიდნენ. დარბაზში საქართევლოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა, რომლის შექმანზე და თავჯდომარეზეც ზევით ვისაუბრეთ. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სხდომას საბჭოს 42 წევრი და 36 წევრობის კანდიდატი ესწრებოდა. მოწვეულნი იყვნენ: თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე, ქართველი მხედრობა, საპატიო სტუმართ შორის გამოირჩეოდნენ გერმანიის ჯარის უფროსი და გრაფი შულენბურგი თანმხლები ოფიცრებით.
დამფუძნებელი კრების პირველი საზეიმო სხდომა უხუცესმა დეპუტატმა - სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. მისი სიტყვა ასე სრულდებოდა:
„ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინულის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოებულ თავისუფლებას“

სხდომას თავჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. “დღეს თქვენ აქ მოწამე იყავით ერთი ისტორიულისა და ამავე დროს ტრაღიკული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს ” ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ნოე ჟორდანიამ. “საქართველოს დამოუკიდებლობის” აქტი ეროვნულმა საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს 1918 წლის 26 მაისის 5 საათსა და 10 წუთზე. “ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენული უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” ამავე დღეს დამტკიცდა საქართველოს დროებითი შერეული მთავრობა. მიღებული იქნა ქვეყნის იდეოლოგიური და სოცალურო მოწყობსი შესახე პოსტულატები. მაგალითად ის, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო იქნებოდა. დამიუკიდებელი საქართველსო პოლიტიკური ფორმა კი დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო.

ეს მოვლენა მაშინ ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნიეს. ახალი ეპოქის, რომელსაც საქართველსოთვის განვითარება და მშვიდობა უნდა მოეტანა თუმაც სამწუხაროდ მოვლენების განვითარებამ საპირიპირო დაამტკიცა.

სამ წლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც გრძელდებოდა 1918 წლიდან 1921 წლამდე, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შეწყდა.

საქართველოს პრიველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მაშტაბით და ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში  აღნიშნავენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics