23:24 - 16 Aug, 2018
2018-05-17 20:20:43, 685 ნახვა
ბოლქვაძე: ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ბოლომდე აქ ვიდგებით

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ თემის აქცია გრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე იქამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ის ასევე აქციაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, უნდა იყოს დასჯილი.

„ვითხოვთ აბსოლუტურად ყველა პირის დასჯას, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და ძალადობას. მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სასამართლოში. ჩვენ ვგეგმავდით აქციის საღამოს 8 საათზე დასრულებას, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ბოლომდე აქ ვიდგებით“, - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ინციდენტი მოხდა. პირმა, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ერთ-ერთ გამომსვლელს ხელი გაარტყა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics