16:41 - 15 Aug, 2018
2018-05-17 20:13:55, 679 ნახვა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 1 პირი

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინაროებს, ინციდენტი მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა პირი, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო. მან აქციის ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, გაქცევა სცადა. ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი დააკავეს.

რაც შეეხება დაშავებულს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას დაზიანებები თავისა და სახის არეშე აქვს მიყენებული.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics